თბილისში „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის სხდომა გაიმართება

ევროპარლამენტის წევრები საქართველოს დედაქალაქს „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე დასასწრებად ეწვივნენ
Sputnik

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. თბილისში 8 დეკემბერს „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის VIII პლენარული სხდომა იხსნება, ნათქვამია ასამბლეის ვებგვერდზე.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილე ქვეყნების დეპუტატები და ევროპარლამენტარები. ფორუმის სტუმრებს შორის იქნებიან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს წევრი გახდა >>

„ევრონესტის“ სხდომები 10 დეკემბერს დასრულდება.

გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის პოსტზე მეორედ აირჩიეს

„ევრონესტი“ - ეს არის პარლამენტთაშორისი ასამბლეა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის მონაწილე სახელმწიფოების ევროკავშირთან დაახლოების მიზნით შეიქმნა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ - ევროკავშირის ღია თანამშრომლობის პროგრამა ექვს ქვეყანასთან: სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან. პროგრამა არ ითვალისწინებს ევროკავშირში წევრობას, მაგრამ გულისხმობს პოლიტიკურ და ეკონომიკურ დაახლოებას.

„ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეას ევროპარლამენტის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების - სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის დელეგაციები შეადგენენ. ევროპარლამენტის დელეგაციაში 60 ადამიანია, ხოლო „პარტნიორობის“ ქვეყნების დელეგაციაში - თითო 10 ადამიანი.