ხანძარი დოლიძის ქუჩაზე - ადგილზე ექვსი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა და უკვე ლიკვიდირებულია
Sputnik

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ხანძარი იყო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ადგილზე მობილიზებული იყო ექვსი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.