ქობულეთის აკვატორიაში თევზით დატვირთული სეინერი ჩაიძირა

სეინერი, რომელიც ფოთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ პირებს ეკუთვნის, მოძველებული იყო და მის წინა კორპუსს პრობლემები ჰქონდა, რაც ჩაძირვის მიზეზი გახდა.
Sputnik

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. შავ ზღვაში, ფოთიდან ქობულეთის მიმართულებით, სათევზაოდ გასული თევზსაჭერი ჩაიძირა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

რუსთავი-თბილისის გზაზე ცხვრებით სავსე სატვირთო ამოტრიალდა

შემთხვევა ქობულეთის აკვატორიაში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სეინერი მოძველებული იყო და მის წინა კორპუსს პრობლემები ჰქონდა, რაც ჩაძირვის მიზეზი გახდა. გემი ქაფშიით იყო დატვირთული. სეინერი ფოთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ პირებს ეკუთვნის.

„ღამე იყო, რაღაცას დავეტაკეთ. აღმოჩნდა, რომ დიდი ხე იყო. დაზიანდა გემი და შემოვიდა წყალი. სეინერზე დაახლოებით 30 ტონა ტვირთი იყო. კაპიტანმა გამოიძახა სამაშველო ძალა და რვავე ეკიპაჟის წევრი უვნებლად გადარჩა“, – განაცხადა ეკიპაჟის წევრმა, ჯემალ გოდერიძემ.

მეზღვაურები მათთან ახლოს მდებარე მეორე თევზსაჭერი გემის ეკიპაჟმა გადაარჩინა.