ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერს პატიმრობა შეეფარდა

როკურორ მარიამ ქორიძის განცხადებით, ქავთარაძემ და მისმა ახლობელმა რომან მალანიამ ჯგუფურად წინასწარ ორგანიზებულად შეიძინეს ნარკოტიკული საშუალებები.
Sputnik

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ირაკლი აბშილავამ სრულად გაიზიარა პროკურორ მარიამ ქორიძის შუამდგომლობა ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერ სვიმონ ქავთარაძის მიმართ აღკვეთის სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ, იუწყება ადგილიდან „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

სახელმწიფო ბრალდება ბერს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ჯგუფურად შეძენა-შენახვას ედავება. პროკურორ მარიამ ქორიძის განცხადებით, ქავთარაძემ და მისმა ახლობელმა რომან მალანიამ ჯგუფურად წინასწარ ორგანიზებულად შეიძინეს ნარკოტიკული საშუალებები.

დაცვის მხარე აღკვეთის სახით 20 000 ლარის ოდენობით გირაო და სასულიერო პირების შუამდგომლობა დააყენა, რადგან მან ბრალი აღიარა და პოლიციას თავად ჩაბარდა.

პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებული ბერი სვიმონ ქავთარაძე.

„შეიძლება ტყუილუბრალოდ ადანაშაულებენ?“ – საპატრიარქოს კომენტარი ათონელი ბერის საქმეზე >>

სვიმონ ქავთარაძე თავს ნაწილობრივ ცნობს დამნაშავედ. რაც შეეხება მალანიას, ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

წინასასამართლო სხდომა ნარკოდანაშაულზე დაკავებული ორივე პირის საქმეზე 8 იანვარს 13:00 საათზე ჩაინიშნა.

ათონელ ბერთან ერთად ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული პირი გირაოთი გათავისუფლდა  >>

გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქართული მედიის ინფორმაციით, სვიმონ ქავთარაძე ათონელი ბერია და უკვე 14 წელია რაც სასულიერო პირია. ასევე ცნობილია, რომ ის არის დეკანოზ გიორგი ქავთარაძის ძმა და ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს დაახლოებული პირია.