თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წალენჯიხაში პოლიციელი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
გამოძიების ინფორმაციით, სამართალდამცველი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მან სროლა გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებისა და პოლიციელების მიმართულებით დაიწყო.
ინციდენტის გამო არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა პოლიციელის ავტომობილი.
მომხდარის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. საქმე გამოსაძიებლად საქართველოს პროკურატურას გადაეცა.