არველაძემ „პახტაკორთან" ერთად უზბეკეთის ლიგის თასი მოიგო

პირველად ისტორიაში ერთმა საფეხბურთო კლუბმა ქვეყნის სამი ჯილდო მოიპოვა – მოიგო ჩემპიონატი, უზბეკეთის თასი და ლიგის თასი.
Sputnik

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. ტაშკენტის საფეხბურთო კლუბმა „პახტაკორმა" ქართველი მწვრთნელის შოთა არველაძის ხელმძღვანელობით მესამე პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა – უზბეკეთის ლიგის თასი, ნათქვამია კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ფინალური მატჩი „პახტაკორმა" АГМК-ს 6:2 მოუგო.

შოთა არველაძემ ტაშკენტის „პახტაკორი“ უზბეკეთის ჩემპიონობამდე მიიყვანა

„პახტაკორი" უზბეკეთის კლუბებს შორის რეკორდსმენი გახდა – ერთმა კლუბმა ერთ სეზონში სამი ტურნირი პირველად მოიგო.

ტაშკენტის კლუბისთვის ჩემპიონატის მოგება წელს უკვე რიგით მეთორმეტე იყო.

არველაძემ მწვრთნელის კარიერა 2008 წელს დაიწყო, როდესაც ჰოლანდიურ AZ-ში (Alkmaar Zaanstreek) ლუი ვან გაალის ასისტენტი იყო. ინდივიდუალური კარიერა 2010 წელს თურქეთში დაიწყო, მუშაობდა სამ კლუბთან: „ქაისერსპორი", „ქასიმფაშა" და „ტრაბზონსპორი". ქართველი სპეციალისტის კარიერაში შემდეგი ეტაპი გახდა თელ-ავივის "მაკაბი", შემდეგ კი, 2017 წელს არველაძე „პახტაკორს" ჩაუდგა სათავეში.