თბილისელებს ჩინური „მაკბეტი“ ელოდებათ

თბილისელ მაყურებელს ელოდება შექსპირის ცნობილი პიესის ინტერპრეტირებული დადგმა, რომელიც ინოვაციური ქორეოგრაფიის, გამორჩეული ტექნიკის და საოპერო გამოხატულებების შერწყმას წარმოადგენს.
Sputnik

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. ჩინეთის პროვინცია ანჰოის ნაციონალური საოპერო თეატრი (Anhui Provincial Hunijing Theatre) თბილისში შექსპირის პიესა „მაკბეტის“ მიხედვით დადგმულ სპექტაკლს წარმოგიდგენთ, ნათქვამია რუსთაველის თეატრის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის შოთა რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დიდ სცენაზე სპექტაკლს ჩინელი მსახიობები 14 და 15 დეკემბერს ითამაშებენ. 

თბილისური ბროდვეი - კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი პრემიერას ამზადებს

 „ამ წარმოდგენამ გააოცა პეკინი და მსოფლიოს უჩვენა ინოვაციური იდეებისა და შეუცვლელი უნიკალური ტრადიციის თანხვედრა“, – ნათქვამია ანოტაციაში.

სპექტაკლში მსახიობები სხვადასხვა მხატვრული ხერხებით შინაარსის გადმოსაცემად ინოვაციურ მიდგომას იყენებენ.

საოპერო თეატრის დადგმა მოიცავს ტექნიკურად რთულად შესასრულებელ აკრობატულ ილეთებს. განსაკუთრებული ადგილი ეთმობა არტისტების მიმიკასა და ჟესტებს.

როგორც ყველა ჩინური თეატრი, ანჰოის პროვინციის ნაციონალური თეატრიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მსახიობების გრიმს, რაც მაყურებელს ეხმარება უკეთ შეიცნოს გმირების ხასიათი.

სპექტაკლზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია საიტზე biletebi.ge.