რუსეთი და უკრაინა ნავთობის ტრანზიტის შესახებ კონტრაქტის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ

უკრაინის გავლით რუსული ნავთობის ტრანზიტის შესახებ შეთანხმება კომპანიებმა Транснефть-მა და Укртранснафта-მ გააფორმეს.
Sputnik

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. რუსეთმა და უკრაინამ ნავთობის ტრანზიტის შესახებ ხელშეკრულება 10 წლით გააგრძელეს, იუწყება Facebook-ში კომპანია Укртранснафта-ს პრეს-სამსახური.

უკრაინის გავლით რუსული ნავთობის ტრანზიტის შესახებ შეთანხმება კომპანიებმა Транснефть-მა და Укртранснафта-მ გააფორმეს.

ოფიციალური ინფორმაციით, ხელშეკრულება რუსეთსა და უკრაინას შორის 2030 წლის 1 იანვრამდე იმოქმედებს.
ტრამპზე, ზელენსკისა და С-400-ზე: რაზე ისაუბრა პუტინმა BRICS-ის სამიტის დასრულებისას

მხარეებმა ასევე განაახლეს რიგი დებულებები რეგიონში ნავთობის ტრანსპორტირების კუთხით. აღნიშნულია, რომ ეს მომსახურების ბაზარზე მომხდარმა ცვლილებებმა განაპირობა.

ამავე დროს Транснефти-სა და Укртранснафта-ს თანამშრომლობის საბაზო პრინციპები არ შეცვლილა.

„დამატებითი ხელშეკრულების გაფორმება უკრაინის ნავთობის ტრანსპორტირების სისტემის უსაფრთხო და სტაბილური მუშაობის გარანტიას იძლევა გრძელვადიან საფუძველზე და ქმნის ნიადაგს ევროპის ქვეყნების მიმართულებით კომპანიის მაგისტრალური ნავთობსადენების ნავთობის სატრანზიტო მოცულობებით დატვირთვისთვის”, – განმარტეს უკრაინულ კომპანიაში.

უკრაინის გავლით რუსული ნავთობის ტრანზიტის შესახებ მოქმედი კონტრაქტი 2019 წლის ბოლოს იწურება.