ოხანაშვილი: ძალიან მძიმეა, როდესაც ახალგაზრდები ერთმანეთს ამ ფორმით უპირისპირდებიან

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ოფისებზე მომხდარ თავდასხმებს ეხმიანება.
Sputnik

 

„რა თქმა უნდა, ემოციურად ძალიან მძიმეა, როდესაც ახალგაზრდები ერთმანეთს ამ ფორმით უპირისპირდებიან. ეს არ არის მისაღები. ჩვენ მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს, მეტი სიფრთხილით მოვეკიდოთ ასეთ პროვოკაციულ ქმედებებს“, ამბობს ოხანაშვილი.

ოხანაშვილი „ქართული ოცნების“  აქტივისტებს მოუწოდებს, არ აყვნენ პროვოკაციას.