აქციები გრძელდება: საპროტესტო ტალღა რეგიონებს მოედო

ოპოზიცია პირობას ასრულებს - მათ საპროტესტო აქციები, დაპირებისამებრ, რეგიონებში გადაიტანეს. დღეს აქციები გაიმართა მცხეთაში, ქუთაისსა და ქობულეთში
Sputnik

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საპროტესტო აქციებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მართავენ.

ოპოზიციას პროტესტი რეგიონებში გადააქვს>>

ქვეყანა პროტესტის ტალღამ მოიცვა 14 ნოემბრის - მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესწორებები ჩააგდო. ოპოზიცია ხელისუფლებას დანაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს და საარჩევნო რეფორმის ბოლომდე მიყვანას მოითხოვს. ამ საკითხზე მოლაპარაკებები დიპლომატიურმა კორპუსმა მოაწყო, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია.

გიორგი გახარია: სახელმწიფო არ დაუშვებს სამოქალაქო დაპირისპირებას

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ამ კვირაში პროტესტის თბილისიდან რეგიონებში გადატანის გადაწყვეტილება მიიღეს.

დღეს დილიდან დაძაბული ვითარება იყო მცხეთაში. მერიის შენობასთან, სადაც დიმიტრი ხუნდაძის სამაჟორიტარო ოფისი მდებარეობს,ოპოზიციის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა გუშინ, მცხეთის მერიასთან მომხდარი დაპირისპირება გააპროტესტეს.

აქციაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსა და „ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა. ისინი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

აქციები გრძელდება: საპროტესტო ტალღა რეგიონებს მოედო

ამასთან, აქციაზე „ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „ქართული ოცნების" მხარდამჭერებს მონები უწოდა, რის შემდეგაც მას აქციის მონაწილეებმა წყალი შეასხეს; ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს ზაალ უდუმაშვილს ძალადობაზე საუბრისას „ქართული ოცნების" მხარდამჭერმა ცოცხი ჩაარტყა.

ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს კვერცხები და ცოცხები ესროლეს>>

მცხეთის მერიის მიმდებარე ტერიტორია ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა უკვე დატოვეს. მათი განცხადებით, საქართველოს მასშტაბით აქციები კვლავ გაგრძელდება.

ოპოზიცია და ხელისუფლება ვერ შეთანხმდნენ - რა მოხდება მომავალში

„გაგრძელდება აქციები ყველა რეგიონში, თბილისი არ არის მხოლოდ საქართველო. მასობრივად გვექნება შეხვედრები. თბილისი ისევ აქტუალური იქნება თავისი პარლამენტით, პიკეტირებით, ყველაფერი ძალაშია, ყველა გეგმა იქნება შესრულებული" , - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მცხეთაში აქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და „ევროპული საქართველოს" ორგანიზებით გაიმართა. მათ აქცია სვეტიცხოვლიდან მსვლელობით დაიწყეს და მცხეთის მერიასთან მივიდნენ.

დაძაბული ვითარება იყო დღეს ქუთაისშიც. რუსთაველის ქუჩაზე, „თავისუფალი საქართველოს" ოფისთან, სადაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ, ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება აკაკი ბობოხიძის გამოჩენას მოჰყვა. "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა ბობოხიძესთან პირისპირ შეხვედრა მოითხოვეს.

ოპოზიცია უგულავას, ვაშაძისა და ბოკერიას მეთაურობით ხმაურიან აქციას მართავს მცხეთაში

„თავისუფალი საქართველოს" ოფისთან შეკრებილმა „ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა ოპოზიციონერები შეძახილებითა და ხმაურით გააცილეს. მათი თქმით, ქუთაისში ოპოზიციის ლიდერებს მშვიდად გადაადგილების საშუალებას არ მისცემენ.

„ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა ტერიტორია უკვე დატოვეს. მათი თქმით, დაშლის გადაწყვეტილება სამართალდამცველების თხოვნის შემდეგ მიიღეს.

ხმაური იყო ქობულეთის მერიაშიც, სადაც ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე და „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი უმაღლეს საბჭოში, ელგუჯა ბაგრატიონი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მერის განცხადებით, საკრებულოს წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან" მუშაობის საშუალებას არ აძლევენ, რაც ბაგრატიონმა უარყო.

მცხეთაში ხელისუფლების მომხრეებსა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება მოხდა>>

მომიტინგეები დარწმუნებული არიან, რომ ხელისუფლებას თუ მოსვენებას არ მისცემენ, ისინი დათმობაზე წავლენ და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავენ პროპორციული სისტემით. ოპოზიციონერები მართავენ მრავალრიცხოვან პერფორმანსებს, მასშტაბურ საპროტესტო აქციებს, აქვთ პარლამენტის შენობისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულების პიკეტირების მცდელობა.