ილჰამ ალიევმა პარლამენტის დათხოვნასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

აზერბაიჯანელმა დეპუტატებმა დღეს პრეზიდენტ ილჰამ ალიევს პარლამენტის დათხოვნისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის თხოვნით მიმართეს
Sputnik

თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პარლამენტის დათხოვნის შესახებ მილი მეჯლისის გადაწყვეტილების კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხთან დაკავშირებით 2 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“.

როგორც ცნობილია, აზერბაიჯანელმა დეპუტატებმა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს პარლამენტის დათხოვნისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის თხოვნით მიმართეს.

მილი მეჯლისში თვითდათხოვნის ინიციატივაზე მსჯელობენ

მილი მეჯლისის გადაწყვეტილების პროექტი ორშაბათს პლენარულ სხდომაზე ვიცესპიკერმა ბაჰარ მურადოვამ წაიკითხა.

მიმართვას კენჭი უყარეს და 99 ხმით მიიღეს. ერთმა დეპუტატმა მიმართვას მხარი არ დაუჭირა, ერთმა თავი შეიკავა, ერთმა კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

პარლამენტის დათხოვნის ინიციატივით აზერბაიჯანის მმართველი პარტიის „ენი აზერბაიჯანის“ დეპუტატები გამოვიდნენ. მათ ინიციატივა ახსნეს აზერბაიჯანში მიმდინარე რეფორმებით და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია, ეს რეფორმები საკანონმდებლო ორგანოზეც გავრცელდეს.

მილი მეჯლისში 125 დეპუტატია. მათგან 69 მმართველი პარტიის წარმომადგენელია. მორიგი საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ნოემბერში ჩატარდება.