ხანძარი აჭარაში - ათსულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა

დაზარალებულ ოჯახს ადგილობრივი ხელისუფლება დაეხმარება. მათ მდგომარეობას სპეციალური კომისია შეისწავლის, შემდეგ კი 15 ათასი ლარით დაეხმარებიან
Sputnik

თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ პირველ მაისში ხანძარმა საცხოვრებელი სახლი გაანადგურა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

სოფელ ცაიშში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხანძარი სოფელ პირველ მაისში, შველიძეების საცხოვრებელ სახლში დღეს გაჩნდა. ხანძრის შედეგად ათწევრიანი ოჯახი, მათ შორის,  ხუთი მცირეწლოვანი ღია ცის ქვეშ დარჩა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებულ ოჯახს ადგილობრივი ხელისუფლება დაეხმარება. მათ მდგომარეობას სპეციალური კომისია შეისწავლის, შემდეგ კი 15 ათასი ლარით დაეხმარებიან.

შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობდნენ.  შენობიდან საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანა ვერ მოხერხდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.