სოფელ ცაიშში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

გავრცელებული ინფორმაციით, სახლში შემთხვევის დროს ოჯახის წევრები არ იმყოფებოდნენ და ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა
Sputnik

თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თავდასხმა ინკასატორზე ფოთში - დაკავებულია ორი პირი

შემთხვევა სოფელ ცაიშში გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ხანძრის დროს სახლში ოჯახის წევრები არ იმყოფებოდნენ და არავინ დაშავებულა.

ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოხერხდა ავეჯის მცირე ნაწილის გადარჩენა. ოჯახის ახლობლები და მეზობლები დაზარალებულებისთვის დახმარების გაწევას ითხოვენ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის  უცნობია.