გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული არტისტი ზაირა ლებანიძე

ბოლო 44 წლის განმავლობაში ზაირა ლებანიძე შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში მუშაობდა. ზაირა ლებანიძეს 29 ნოემბერს 84 წელი შეუსრულდა.
Sputnik

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. 84 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი მსახიობი ზაირა (ზაზა) ლებანიძე, ამის შესახებ შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის Facebook-გვერდზე იტყობინებიან.

„რუსთაველის თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რუსთაველის თეატრის მსახიობის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, ქალბატონ ზაირა (ზაზა) ლებანიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ზაირა ლებანიძე სხვადასხვა წლებში იყო მსახიობი ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის სახელმწიფო თეატრში, სოხუმის თეატრში, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. ბოლო 44 წლის განმავლობაში მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში.

ზაირა ლებანიძემ ერთ-ერთი ბოლო როლი შეასრულა რეჟისორ გოჩა კაპანაძის სპექტაკლში „ბებერი ჯამბაზები“.

ზაირა ლებანიძეს 29 ნოემბერს 84 წელი შეუსრულდა.