EURO-2020-ის კენჭისყრა: ცნობილია საქართველოს ფეხბურთის ნაკრების პოტენციური მეტოქეები

უეფას ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალში საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ბელარუსის გუნდს დაუპირისპირდება
Sputnik

თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრები 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში С ჯგუფში ჰოლანდიის, უკრაინისა და პოლონეთის გუნდებს დაუპირისპირდება.

EURO-2020-ის ფინალური სტადიის კენჭისყრა 30 ნოემბერს ბუქარესტში გაიმართა. მისი შედეგების მიხედვით 20 ევროპული ნაკრები ექვს ჯგუფად განაწილდა. კიდევ ოთხი გუნდის ვინაობა, რომელიც ტურნირში მონაწილეობას მიიღებს, მარტში უეფას ევროპის ლიგის პლეი-ოფის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

საქართველოს ფეხბურთის ნაკრები წლის ბოლო მატჩში ხორვატიასთან დამარცხდა

უეფას ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალში საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ბელარუსის გუნდს შეხვდება. ეს მატჩი თბილისში 26 მარტს შედგება. მეორე ნახევარფინალურ წყვილში ერთმანეთს შეხვდებიან კოსოვოს და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები. D დივიზიონის ფინალი საქართველო-ბელარუსის წყვილის გამარჯვებულის მოედანზე გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის შედეგებით, რუსეთის ნაკრები В ჯგუფში დანიის, ფინეთისა და ბელგიის გუნდებთან ერთად არის განთესილი.

EURO-2020 ევროპის 12 ქალაქში 12 ივნისიდან 12 ივლისამდე  გაიმართება. ფინალური მატჩი ლონდონში, „უემბლის“ სტადიონზე ჩატარდება.