საქართველო საფრანგეთისგან რეფორმების მხარდასაჭერად 35 მილიონ ევროს მიიღებს

საფრანგეთის განვითარების სააგენტო საქართველოსთან სოციალურ სფეროში სამწლიანი პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობს.
Sputnik

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. სოციალური კეთილდღეობის მიმართულებით რეფორმების მხარდასაჭერად საქართველო საფრანგეთისგან 35 მლნ ევროს მიიღებს, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

შესაბამის შეთანხმებას საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის დღეს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა გაელე ასაიაგმა მოაწერეს ხელი.

საქართველო ენერგეტიკის სფეროს განვითარებისთვის კრედიტს მიიღებს

საფრანგეთის განვითარების სააგენტო საქართველოსთან სოციალურ სფეროში სამწლიანი (2018-2020) პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობს, რომელიც მოიცავს რამდენიმე მიმართულებას: სოციალური მხარდაჭერისა და სოლიდარობის სისტემის განვითარება, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადეკვატური მომსახურების გაწევა, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის სისტემის უზრუნველყოფა, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის გამოყოფილი რესურსების ოპტიმიზაცია, რომელიც გულისხმობს ავარიული შენობის დახურვას, საჭიროების მქონე ოჯახის შესაბამის საცხოვრებელში განთავსებას და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელებას.