„დაზიანდა გუნდი“ - ივანიშვილი წუხს საარჩევნო რეფორმის ჩავარდნის გამო

მმართველი პარტიის დამფუძნებელმა გააკეთა პირველი კომენტარი საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემდეგ, რასაც საპროტესტო ტალღა მოყვა
Sputnik

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა სინანული იმის გამო, რომ საპარლამენტო არჩევნების შერეულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის მიღება ვერ მოხერხდა.

შოთა დიღმელაშვილი: პიკეტირების აუცილებლობა ამაღამ არ დგას >>

საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა 14 ნოემბერს, და იმ დღიდან საქართველოში საპროტესტო აქციები არ წყდება.

გერმანიის საგარეო უწყება ოპოზიციასა და ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდებს

„სამწუხაროა, რომ ვერ შევასრულეთ დაპირება. რა თქმა უნდა, დაზიანდა გუნდი. არამარტო მე, ყველა პასუხისმგებლიანი ადამიანი ან პოლიტიკოსი განიცდის, როდესაც ამბობს და ვერ ასრულებს... მე ძალიან ვუფრთხილდები დაპირებებს, ათასჯერ ვზომავ იმას, რომ თუ პირდები, უნდა გააკეთო“, - განაცხადა ივანიშვილმა ტელეარხ „იმედზე“ გადაცემაში „პრაიმ შოუ“.

მისი თქმით, ხელისუფლებაში ყოფნის შვიდი წლის განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ „ქართულ ოცნებას“ პრინციპული დაპირება არ შეესრულებინოს.

„გუნდი დაზიანდა არა მარტო იმიტომ, რომ თავისი გაცხადებული ვერ შეასრულა, ბევრი ღირსეული წევრი ჩვენი გუნდიდან გავიდა და ესეც გუნდისთვის გარკვეული ზიანია“, - განაცხადა ივანიშვილმა.