ავარია წალენჯიხაში - არის დაღუპული და დაშავებული

მგზავრი ადგილზე დაიღუპა, მძღოლი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, დაშავებულს გამოკვლევები უტარდება
Sputnik

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ქუთაისში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

შემთხვევა სოფელ მუჟავის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი შეშით იყო დატვირთული. მგზავრი ადგილზე დაიღუპა, მძღოლი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. დაშავებულს გამოკვლევები უტარდება.

დაღუპული და დაშავებული წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიას მკვიდრნი არიან.