ყვარელში ხანძარს 12 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა

ხანძრის შედეგად სრულიად დამწვარია სახლში არსებული ტექნიკა და ავეჯი, მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ.
Sputnik

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში ხანძარს 12 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ადიგენში ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის დედა და დეიდა სხეულის დამწვრობით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული.

ხანძრის შედეგად სრულიად დამწვარია სახლში არსებული ტექნიკა და ავეჯი.

ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები და პოლიციის ეკიპაჟები. მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ.

ხანძრის სავარაუდო მიზეზად გაზის გაჟონვა დაასახელეს.