ყვითელი ამბები

„სახელს ვერ ვურჩევთ“ – ვახო სანაია მესამე ცოლისგან მეოთხე შვილს ელოდება – ფოტო

ჟურ­ნა­ლის­ტი ვახო სა­ნა­ია პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე პრე­სას­თან არას­დროს სა­უბ­რობს, თუმ­ცა მის ცხოვ­რე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე სი­ახ­ლე­ე­ბი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მა­ინც ხვდე­ბა.
Sputnik

ჟურნალისტი ვახო სანაია შვილს ელოდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას და ფოტოს მისი მეუღლე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

თუ ფოტოთი ვიმსჯელებთ, ჟურნალისტი ბიჭის მამა უნდა გახდეს. „ოღონდ სახელს ვერ ვურჩევთ“, – წერს ჟურნალისტის მეუღლე.

რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ვახო სა­ნა­ი­ამ მე­სა­მედ იქორ­წი­ნა. ტე­ლე­წამ­ყვა­ნის რჩე­უ­ლი სტომატოლოგი თამარ ყუ­რაშ­ვი­ლია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას” ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა. ვახო სა­ნა­ი­ას პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი გო­გო­ნა ჰყავს, მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან კი ერთი.

ჟურნალისტის ქორწინებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მისმა მეორე ცოლმა, ჟურნალისტმა ნათია გაბუნიამ გაასაჯაროვა. ნათია გაბუნია ყოფილ მეუღლეს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მისთვის სამწუხარო ინფორმაცია იყო, როცა გაიგო, რომ ოთხწლიანი ურთიერთობის შემდეგ ქმარმა ქალთა სოლიდარობისთვის „ხმალამოღებულ მებრძოლთან“ მალულად იქორწინა და ეს მან „ინბოქსში“ ჩაგდებული ფოტოთი გაიგო.