თბილისი, 24 ნოემბერი - Sputnik. ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
შემთხვევა ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე დღეს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და გაჩერებულ ავტომობილებს შეეჯახა. დამტვრეულია სამი ავტომობილი.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით, დაშავებულები ახალგაზრდები არიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.