Wizz Air-მა ქუთაისის აეროპორტიდან ბოლონიის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბოლონიიდან პირდაპირ რეგულარულ ავიარეისებს ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „რაინეარიც“ (Ryanair) ასრულებს
Sputnik

თბილისი, 24 ნოემბერი - Sputnik. უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია „ვიზეარმა“ (Wizz Air) ქუთაისის აეროპორტიდან იტალიის ქალაქ ბოლონიის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო, ნათქვამია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორ იმუშავებენ აეროპორტები ზამთარში: ცნობილი გახდა ფრენების განრიგი

რეისის პირველ მგზავრებს აეროპორტში ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბოლონიიდან პირდაპირ რეგულარულ ავიარეისებს ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „რაინეარიც“ (Ryanair) ასრულებს. 

ბოლონიის მიმართულებით რეისებს Wizz air-ი კვირაში ორჯერ შეასრულებს.

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, 2020 წლიდან კიდევ ორ ახალ მიმართულებას, ნიცას და კიოლნს ამატებს.