საქართველო სტრასბურგის საშობაო ბაზრობაში მონაწილეობს

ქართულ კოტეჯში წარმოდგენილია საქართველოში წარმოებული პროდუქციის მრავალფეროვნება, მათ შორის, სხვადასხვა დასახელების ღვინო, ტრადიციული ტკბილეული, ხალხური რეწვის ნიმუშები და ხელნაკეთი სუვენირები.
Sputnik

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე ქართული კოტეჯი გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქართული კენკრა აშშ-ში გაიყიდება - ქარელის შემნახველი საწარმო პროდუქციის ექსპორტს იწყებს

ქართულ კოტეჯში წარმოდგენილია საქართველოში წარმოებული პროდუქციის მრავალფეროვნება, მათ შორის, სხვადასხვა დასახელების ღვინო, ტრადიციული ტკბილეული, ხალხური რეწვის ნიმუშები და ხელნაკეთი სუვენირები.

„საქართველოს მონაწილეობა წარმოადგენს საუკეთესო შესაძლებლობას, წარმოვაჩინოთ საქართველოს კულტურა, ტრადიციები და ხელი შევუწყოთ ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.

წელს სტრასბურგის საშობაო ბაზრობა 22 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იმართება.

სტრასბურგის ბაზრობა ევროპის ყველაზე ძველ ბაზრობად მიიჩნევა - პირველად იქ 1570 წელს გამართეს. უკვე 200 წელზე მეტია პავილიონებში სტუმრებს სთავაზობენ ორიგინალურ საშობაო მორთულობებს და ნაძვის ხის საავტორო სათამაშოებს.