ზემო ლარსი დღეს: ყველა სახის ტრანსპორტისთვის გზა თავისუფალია

გუდაური–კობის მონაკვეთზე ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
Sputnik

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის თავისუფალია, აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ლიპყინული, დაბალი ტემპერატურა) გამო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუშინ აიკრძალა.

ვითარება გზებზე: რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა პრობლემები შექმნა>>

გუდაური–კობის მონაკვეთზე ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად აღდგა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტარნსპორტის მოძრაობა.