აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ თურქეთი უნდა გათავისუფლდეს რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისგან С-400. მისი თქმით, „С-400-ის მიწოდება მიუღებელია, ისინი სანქციებს რისკის ქვეშ აყენებს. თუმცა, [სანქციების დაწესების] დრო, CAATSA-ს კანონით, განუსაზღვრელი და არაზუსტია. კიდევ დიდხანს შეიძლება იმაზე საუბარი, სად დაწესდება სანქციები, როგორი იქნება თურქეთისთვის დადებული სანქციების არეალი და სიღრმე“.
მაღალჩინოსნის განცხადებით:
„თურქეთს შეუძლია თავისუფლად მანევრირება მოლაპარაკების მაგიდასთან დასაბრუნებლად. მათ იციან - ყველაფერი რომ გამოუვიდეთ, უნდა გაანადგურონ, დააბრუნონ ან როგორღაც მოიშორონ თავიდან С-400. ამავე დროს, ჩვენ არ მოგვიჭრია მათთვის გზა – შეიძინონ Patriot-ის სისტემები, რომლებიც შეესაბამება მათი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მოთხოვნებს“.
აღსანიშნავია, რომ მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის ვიზიტის დროს იმედი გამოთქვა, რომ С-400-ის შეძენასთან დაკავშირებული ვითარება მოგვარდება.
სარაკეტო-საარტილერიო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორ კონსტანტინ სივკოვს მიაჩნია, რომ ასეთი ზეწოლის გამო ვაშინგტონმა შეიძლება „დაკარგოს თურქეთი“.
„თურქეთმა შეიარაღების სისტემების დივერსიფიკაციის კურსი იმისთვის აირჩია, რომ მთლიანად აშშ-ზე არ იყოს დამოკიდებული. თურქეთი იარაღს არ აწარმოებს,
ამასთანავე, მისი თქმით, ნატო და აშშ დაინტერესებული არიან თურქეთით, მათ შორის, მისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გამო.
„თურქეთი კი არ არის დამოკიდებული აშშ-ზე, ეს შეერთებული შტატებია დამოკიდებული თურქეთზე. თურქეთს შეუძლია გააძევოს აშშ „ინჯირლიკიდან“ და სხვა ბაზებიდან და საერთოდ გავიდეს ნატოდან. ამ შემთხვევაში ნატო კარგავს სამხრეთის ფლანგს და შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით ისრაელის ნაპირებამდე დაიხიოს. ხოლო იარაღის მიწოდების საკითხში თურქეთმა შესაძლოა არჩევანი რუსეთზე შეაჩეროს. აშშ ფსონს დებს მათრახზე — თაფლაკვერის გარეშე. თურქეთი კი ის ქვეყანა არ არის, რომლის დაბრიყვებაც შეიძლება“, — ამბობს სივკოვი.
რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის С-400 სისტემების თურქეთისთვის მიწოდება, რამაც ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა დაძაბა, ივლისში დაიწყო. თურქეთში აცხადებენ, რომ С-400-ის სისტემები 2020 წლის აპრილიდან დაინერგება. ვაშინგტონი ითხოვს გარიგების ჩაშლას და თურქეთს მათ სანაცვლოდ ამერიკული Patriot-ის შეძენას სთავაზობს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თურქეთისთვის F-35-ის მიწოდების შეჩერებითა და ასევე სანქციების დაწესებით იმუქრება. ანკარა დათმობაზე უარს აცხადებს.