სამეგრელოში უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, აღმოჩენილი უაქციზო საქონელი მოქალაქეებს უკვე ჩამოერთვათ.
Sputnik

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. სამეგრელოში 31560 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

საქართველოში დაუფასოებელი თამბაქოს ნაწარმი აღარ გაიყიდება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უაქციზო საქონელი ქალაქ ზუგდიდში, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში და წალენჯიხის რაიონის სოფელი ფახულანში გამოავლინეს.

უწყების ცნობით, კანონდამრღვევ მოქალაქეებს გამოვლენილი საქონელი ჩამოერთვათ. საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოს გადაეცა.