რუსეთის პრემიერს მოლდოვასთან ურთიერთობებში დამატებითი იმპულსის იმედი აქვს

იონ კიკუსთან შეხვედრაზე მედვედევმა აღნიშნა, რომ ეს ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მოლდოვის პრემიერის პირველი ვიზიტია რუსეთში და მან იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა დამატებით იმპულსს მისცემს მათ ურთიერთობებს ყველა სფეროში.
Sputnik

თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. რუსეთის პრემიერ-მინისტრს დმიტრი მედვედევს იმედი აქვს, რომ მოლდოვასთან ურთიერთობებში გაშვებული შანსები ანაზღაურდება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

იონ კიკუსთან შეხვედრაზე მედვედევმა აღნიშნა, რომ ეს ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მოლდოვის პრემიერის პირველი ვიზიტია რუსეთში და მან იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა დამატებით იმპულსს მისცემს მათ ურთიერთობებს ყველა სფეროში. 

ვინ არის მოლდოვის პრემიერობის კანდიდატი

იონ კიკუმ, თავის მხრივ, შენიშნა, რომ ვიზიტი უკავშირდება არა მარტო ორი ქვეყნის მთავრობებს შორის დიალოგის არარსებობას ხანგრძლივი დროის განმავლობაში, არამედ ორი ხალხის სიახლოვესა და ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობებს.   

მისი თქმით, რუსეთსა და მოლდოვას ინვესტიციებისა და სოციალური პოლიტიკის სფეროებში საერთო ხედვა აკავშირებს. 

„მე ჩამოვედი იმისთვის, რომ აღდგეს დიალოგი ჩვენს მთავრობებს შორის თანამშრომლობის ბევრ ასპექტში. დაგროვდა ძალიან ბევრი პრობლემა. მიმაჩნია, რომ საქმიანი, პატიოსანი დიალოგის პირობებში შესაძლებელია არსებული პრობლემების გადაჭრა, ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობისთვის იმპულსის მიცემა და ჰუმანიტარული თუ კულტურული თანამშრომლობა“, — განაცხადა მოლდოვის პრემიერმა.

დმიტრი მედვედევმა მიულოცა იონ კიკუს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატება უსურვა საქმიანობაში.