თბილისის ერთ-ერთ ქუჩას გიო ხუციშვილის სახელი მიენიჭება

მომავალ კვირაში ქუჩა საზეიმოდ გაიხსნება თბილისის საკრებულოს, ხუციშვილის ოჯახის წევრებისა და მეგობრების თანდასწრებით.
Sputnik

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ, მაგრამ უსახელო ქუჩას 2018 წელს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაცვლილი ცნობილი მომღერლისა და მსახიობის გიორგი ხუციშვილის სახელი მიენიჭება, იუწყება Imedi.

გიო ხუციშვილს ვარსკვლავი გაუხსნეს

ვარსკვლავის სახელი ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ყაზბეგის გამზირის დამაკავშირებელ ერთ-ერთ მონაკვეთს დაერქვა.

ქუჩა ოფიციალურად შემდეგ კვირაში თბილისის საკრებულოს წევრების თანდასწრებით გაიხსნება. საზეომო ცერემონიას ასევე ხუციშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრებიან.

გიო ხუციშვილი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ფილარმონიის შენობის წინ მომღერალს ვარსკვლავი გაუხსნეს.

გიო ხუციშვილმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული სიმღერის პოპულარიზებაში. განსაკუთრებით შეიყვარა ხალხმა მის მიერ შესრულებული კომპოზიციები „აყვავდება როცა ნუში" (ნატო გელაშვილთან ერთად), „ნეტავ მართლა გყვარებოდი", „მზე ჩადის და მზე ამოდის" და სხვ.

თბილისის ერთ-ერთ ქუჩას გიო ხუციშვილის სახელი მიენიჭება

ქართული სიმღერის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის თბილისის საკრებულომ 2017 წელს ხუციშვილს ჯილდო გადასცა. მომღერალი ქართულ სცენაზე აქტუალურობას სამი ათეული წლის განმავლობაში არ კარგავდა.