თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტს წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა, რის შედეგადაც მამაკაცს ცივი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენეს.
დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.