ყვითელი ამბები

„არ დავუთმობ ნაცებს ჩვენ წამებას, თუნდაც ეს სისხლის ფასად დამიჯდეს!“ – ზურა ხაჩიძე

მომღერალი ზურაბ ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთის სამხარეო რწმუნებულის მესამე მოადგილედ 2019 წლის ივნისში დაინიშნა.
Sputnik

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მესამე მოადგილე, მომღერალი ზურაბ ხაჩიძე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გუშინდელ სტატუსს აქვეყნებს და პოსტს წერს.

ზურა ხაჩიძე: მახსოვს ცოლი მოვიყვანე თუ არა ჩვენი ოჯახის განსაცდელი დაიწყო

ზურა ხაჩიძის თქმით, არ დაუშვებს, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები დაბრუნდნენ ქვეყნის სათავეში.

„ბევრისგან მსმენია, რას აპირებს ხალხი აქეთ მხარეს და მონაგონი იქნება ის, რაც გვახსოვს წლების წინ სამოქალაქო, შეიარაღებული დაპირისპირება რუსთაველზე! (ღმერთმა დაგვიფაროს ან ღმერთმა ნუ ქნას, რომ ამ უღმერთოებმა ხელში ჩაიგდონ ხელისუფლების რომელიმე შტო) მე პირადად თავს შევაკლავ, ესენი თუ დაბრუნდნენ! აი, ახალგაზრდებო რა ხდებოდა იმ ავბედით წლებში! კარგად ნახეთ! მე პირადად არ დავუთმობ ნაცებს ჩვენს წამებას, თუნდაც ეს სისიხლის ფასად დამიჯდეს!“ – წერს ხაჩიძე.

მომღერალი ზურაბ ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთის სამხარეო რწმუნებულის მოადგილედ ივნისში დაინიშნა.

„არავინ არ ჩავანაცვლე, მესამე მოადგილე იყო საჭირო. ხვალიდან შევუდგები საქმიანობას. ვარ სამართალმცოდნე, მაგრამ პიარ-სამსახურშიც მიმუშავია და მინდა, რომ სამცხე-ჯავახეთს, რომელსაც დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, პოპულარიზაცია გავუწიო“, – განაცხადა ხაჩიძემ.

თბილისში მიმდინარე აქციაზე თორმეტი ადამიანი დაშავდა

ზურაბ ხაჩიძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო „პატრიოტთა ალიანსიდან“.

იმ საპროტესტო აქციის ორგანიზატორები, რომელიც 14 ნოემბერს პარლამენტის მიერ საარჩევნო რეფორმის ჩავარდნის გამო დაიწყო, მოითხოვენ მთავრობის გადადგომას და პროპორციული სისტემით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. მოგვიანებით ოპოზიციამ დააზუსტა, რომ თანახმაა ე.წ. „გერმანულ მოდელზე", რომელიც არ მოითხოვს კონსტიტუციაში ცვლილებებს, თუმცა ხელისუფლება საწინააღმდეგოს აცხადებს.

არჩევნების ჩატარების „გერმანული მოდელი“ ნიშნავს მაჟორიტარული არჩევნების ჩატარებას, რომლის შედეგები დაითვლება პროპორციული სისტემით. კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის 73 დეპუტატს მაჟორიტარულ ოლქებში, 77-ს კი პარტიული სიით ირჩევენ.