ზუგდიდის ცენტრში მამაკაცს ესროლეს – როგორია 44 წლის ზვიად ქობალიას მდგომარეობა

დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში იმყოფება. ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე 44 წლის ზვიად ქობალია დაჭრეს, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი ზუგდიდიდან. 

ფოთში ახალგაზრდა მამაკაცი ნაჯახით დაჭრეს

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ქვედა კიდურის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების შეფასებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„შუახნის მამაკაცი საავადმყოფოში დაახლოებით საათ-ნახევრის წინ შემოიყვანეს, მას ქუსლთან აქვს ჭრილობა მიყენებული ცეცხლსასროლი იარაღით, მდგომარეობა სტაბილურია, პაციენტს უტარდება ქირურგიული ოპერაცია", – განაცხადა ექიმმა მაია ესებუამ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ნიკა ლატარია