ვინ არის ქალი, რომელიც სპეცრაზმის ფარის „სარკეში“ პომადას ისვამს – ფოტო

სპეცდანიშნულების რაზმებმა 18 ნოემბერს პარლამენტის მიმდებარედ აქცია დაშალეს და საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირებული შესასვლელები გაათავისუფლეს.
Sputnik

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. ფოტო, რომელიც საქართველოში სოციალურ ქსელებში აიტაცეს, სინამდვილეში მაკედონიაშია გადაღებული. თუმცა ბევრს ეგონა, რომ ფოტო 18 ნოემბერს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს გადაიღეს.

„ქალი პომადით“ იასმინა გოლუბოვსკა გახლავთ, რომელიც აქტიურად იყო დემონსტრაციებში ჩართული. 2015 წელს მაკედონიაში პრემიერ-მინისტრ გრუევსკის გადადგომას ითხოვდნენ.

თბილისში მიმდინარე აქციაზე თორმეტი ადამიანი დაშავდა

სპეცდანიშნულების რაზმებმა 18 ნოემბერს პარლამენტის მიმდებარედ აქცია დაშალეს და საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირებული შესასვლელები გაათავისუფლეს. ოპოზიცია უკვე რამდენიმე დღეა მართავს აქციას, რომლის მთავარი მოთხოვნაც მთავრობის გადადგომა და ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაა.

საქართველოში აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართულმა ოცნებამ” არ შეასრულა დანაპირები, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო.