ლევან კობიაშვილმა UEFA-ს კომიტეტის სხდომა პირველად ჩაატარა

კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს ფეხბურთის, მათ შორის ქალთა ფეხბურთის განვითარების საკითხებზე, ასევე თამაშის წესების ცვლილებებზე
Sputnik

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა პირველად ჩაატარა უეფას ფეხბურთის კომიტეტის სხდომა, რომელიც ფეხბურთის ასოციაციების ევროპული კავშირის ცენტრალურ ოფისში, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართა, აღნიშნულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

ნიონის შეხვედრაზე განიხილებოდა ფეხბურთის, მათ შორის, ქალთა ფეხბურთის განვითარების, თამაშის წესებსა და ეროვნულ ჩემპიონატებში ცვლილებების შეტანის საკითხები.

კობიაშვილი: ნუ გაბედავს ნურავინ! ვერ ეღირსება ვერავინ მოედანს!

სხდომის დაწყებამდე ლევან კობიაშვილი, ტრადიციულად, კომიტეტის ახალ წევრებს მიესალმა და მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ფეხბურთის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2020 წლის შემოდგომაზე გაიმართება.

უნდა აღინიშნოს, რომ ლევან კობიაშვილი ფეხბურთის კომიტეტის თავმჯდომარედ 2019 წლის მაისში დაინიშნა. უეფა აერთიანებს 19 კომიტეტს და ექვს საექსპერტო კავშირს, სადაც პირველად იქნება წარმოდგენილი ექვსი ქართველი.

კობიაშვილის გარდა, უეფაში საქართველოდან დაინიშნენ: დავით მუჯირი – ახალგაზრდული და სამოყვარულო ფეხბურთის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე; კახა ჭუმბურიძე – უეფას განვითარებისა და ტექნიკური მხარდაჭერის კომიტეტის წევრი; ალექსანდრე იაშვილი – უეფას კომიტეტის წევრი, რომელიც ეროვნული ნაკრებების შეხვედრებზეა პასუხისმგებელი; ნიკოლოზ ჯღარკავა – უეფას მასობრივი ფეხბურთის განვითარების ექსპერტთა კავშირის წევრი; ოთარ გიორგაძე – უეფას მედიაკომიტეტის წევრი.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი მეორე წრეზე წავიდა >>

უეფას გადაწყვეტილებით, შერჩეული კანდიდატები თანამდებობებზე 2023 წლამდე დარჩებიან.