ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

ბრიტანეთში რეფერენდუმის წინ RT-სა და Sputnik-ის პოპულარობაზე ალაპარაკდნენ

ბრიტანეთის პარლამენტის დაზვერვისა და უშიშროების კომიტეტის დასკვნაში არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, შეეძლო თუ არა „რუსეთის ჩარევას“ გავლენის მოხდენა რეფერენდუმის შედეგებზე.
Sputnik

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ბრიტანეთის პარლამენტის დაზვერვისა და უშიშროების კომიტეტი (ISC) მივიდა დასკვნამდე, რომ 2016 წელს RT-სა და Sputnik-ის პუბლიკაციებმა დიდი გავლენა მოახდინა სოციალური ქსელების მომხმარებლებზე, როდესაც ქვეყანა ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმის მოლოდინში იყო.

ამის თაობაზე წერს გამოცემა The Times, რომელიც ISC-ის 18-თვიან კვლევას ეყრდნობა.  

„RT-სა და Sputnik-ის მიერ რეფერენდუმამდე ექვსი თვით ადრე გამოქვეყნებული 260-ზე მეტი სტატია იმდენად ფართოდ გავრცელდა Twitter-ზე, რომ ისინი 134 მილიონჯერ ნახეს“, — ნათქვამია სტატიაში. 
განმარტების გარეშე: Facebook-ი თვეზე მეტია ბლოკავს RT-ს კუთვნილ არხს

ამასთან, ბრიტანეთის პარლამენტის დაზვერვისა და უშიშროების კომიტეტის დასკვნაში არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, შეეძლო თუ არა „რუსეთის ჩარევას“ გავლენის მოხდენა რეფერენდუმის შედეგებზე.

„თუ ჩვენმა უშიშროების სამსახურებმა ნამდვილად ვერ შეძლეს დასკვნის გაკეთება 2016 წლის რეფერენდუმში რუსეთის ჩარევისა თუ გავლენის ხარისხის შესახებ, მაშინ ეს სერიოზულ შეკითხვებს ბადებს, რომლებიც სერიოზულ პასუხებს მოითხოვს“, — განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა „ჩრდილოვანმა მინისტრმა“, დეპუტატმა ემილი ტორნბერიმ. 

აღსანიშნავია, რომ ISC-მ ოქტომბერში ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს 50-გვერდიანი მოხსენება გაუგზავნა, რომელშიც, სავარაუდოდ, საუბარი უნდა იყოს 2016-2017 წლებში Brexit-ის რეფერენდუმში რუსეთის ჩარევის მცდელობის შესახებ. ყოფილი გენერალური პროკურორის დომინიკ გრივის თქმით, ბორის ჯონსონმა მოხსენების გამოქვეყნებას ხელი შეუშალა.