თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. რუსეთის საზღვრის დარღვევისთვის 2018 წლის 25 ნოემბერს დაკავებული უკრაინული კატერები Бердянск, Никополь და ბუქსირი Яны Капу ქერჩის სადგომს ტოვებენ რუსული გემების თანხმებით, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ნახევარკუნძულის ძალოვან უწყებებში წყაროზე დაყრდნობით.
უფრო ადრე უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის თანაშემწე ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინისთვის სამი გემის გადაცემის საკითხი დასკვნით სტადიაშია.
„უკრაინული კატერები ქერჩის პორტიდან გაჰყავთ“, – აღნიშნა სააგენტოს წყარომ.
მისი ინფორმაციით, კატერები და ბუქსირი უკრაინულ მხარეს ნეიტრალურ წყლებში გადაეცემა. მასმედიის ინფორმაციით, გადაცემა ოდესიდან დაახლოებით 60 მილში მოხდება.
რუსეთის განცხადებით, უკრაინის სამხედრო–საზღვაო ძალების სამმა გემმა 2018 წლის 25 ნოემბერს დაარღვია რუსეთის საზღვრები, რუსეთის ტერიტორიული ზღვის დროებით დაკეტილ აკვატორიაში შევიდა და დაიძრა შავი ზღვიდან ქერჩის სრუტის მიმართულებით. ისინი საშიშ მანევრებს ატარებდნენ და არ დაემორჩილნენ რუსეთის ხელისუფლების მოთხოვნებს. გემები დააკავეს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ინციდენტს პროვოკაცია უწოდა, რომელიც არჩევნების წინ პეტრო პოროშენკოს დაბალ რეიტინგს უკავშირდებოდა. საზღვრის დამრღვევი სამხედროები 7 სექტემბერს უკრაინას გადასცეს.