ცნობილი ხდება დამატებითი დეტალები ატენის ქუჩაზე მომხდარი სამმაგი მკვლელობის შესახებ

ატენის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ ჟურნალისტებს   საკუთარი ვერსიები  გარდაცვლილების მეზობლებმა გაუზიარეს.
Sputnik

 

თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. თბილისში ატენის ქუჩაზე დღეს გარდაცვლილი  და-ძმა, თაკო და ლევან აბაშიძეები და დედა, ირინა გედევანიშვილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანაია „რუსთავი 2“.

მკვლელობა ატენის 20 ნომერში მოხდა , დაუდასტურებელი ინფორმაციით, ახლგაზრდა მამაკაცმა ოჯახის ორი წევრი, დედა და და  მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. 

საზარელი მკვლელობა თბილისში: ატენის ქუჩაზე რამდენიმე ადამიანი მოკლეს

„კურიერის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილის მანქანა მეზობლებს ხელს უშლიდა და ამიტომ მას სახლში მიაკითხეს. მეზობლებს  ბინაში სამი გარდაცვლილი დახვდათ.

ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით,  საზარელი მკვლელობა ატენზე გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათისთვის მოხდა. საღამოს  ოჯახთან კომუნიკაცია მეზობელმა სცადა და რადგან სახლიდან არავინ უპასუხა, სამაშველო სამსახური გამოიძახა. 

მეზობლების ცნობით, ლევან აბაშიძეს, რომელიც დაახლოებით სამი თვის წინ ჩამოვიდა ლონდონიდან, კონფლიქტი ჰქონდა დასთან და ვარაუდობენ, რომ დედის და დის მკვლელობა სწორედ თაკო აბაშიძესთან დაძაბულ ურთიერთობას უკავშირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ და მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, საქმე აღძრულია ორი მუხლით 109-ე, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი, ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას და 236-ე მუხლით, რაც  ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.