თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. თბილისში ატენის ქუჩაზე საზარელი მკვლელობა მოხდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, პირმა ჯერ დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
მომხდარის დეტალებს არ ახმაურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში და აცხადებენ, რომ რამდენიმე ადამიანია გარდაცვლილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.