„ყველა ერთის წინააღმდეგ“ – სამეგრელოდან თბილისისკენ აქციის მხარდაჭერები დაიძრნენ

პოლიტიკური პარტიები მობილიზაციას უწევენ მომხრეებს, მათ შორის რეგიონებიდან და პირობას დებენ, რომ პროტესტი კვირას არ დასრულდება, არამედ სხვა ეტაპზე გადავა.
Sputnik

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. თბილისის ცენტრში  ოპოზიციური პარტიების მიერ დაგეგმილ ერთობლივ მასშტაბურ აქციას სამეგრელოდან უერთდებიან, იუწყება „Sputnik საქართველოს“ კორესპონდენტი ზუგდიდიდან.

სახელწოდებით ,,ყველა ერთის წინააღმდეგ" აქციაზე დასასწრებად სამეგრელოდან თბილისში ყოფილი მმართველი პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციური პარტია ",,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლები და მხარდამჭერები დაიძრნენ.

დღეს, პარლამენტის შენობასთან 20–ზე მეტი ოპოზიციური პარტიის მომხრეები შეიკრიბებიან, პირველი რესპუბლიკის მოედანზე კი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსისა“ და „ქართული მარშის“ მომხრეები. 

პროტესტი პიკს აღწევს: თბილისში ანტისამთავრობო ორი მასშტაბური აქცია გაიმართება

ორივე აქციის მონაწილეები საქართველოს კონსტიტუციაში შესწორებების ჩაგდებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. შესწორებები მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“  მაჟორიტარი დეპუტატების გარკვეული ნაწილის პროტესტის გამო ჩავარდა.

საარჩევნო რეფორმის ჩაგდების შემდეგ ოპოზიციამ ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად შეძლო გაერთიანება, მიუხედავად განსხვავებული იდეოლოგიისა და პოლიტიკური კუთვნილებისა. ამასთან, თუ ადრე პარტიის ლიდერები კატეგორიულად გამორიცხავდნენ მსგავს კოალიციას, ახლა ოპოზიციონერები ერთობას დემონსტრირებენ.

მოთხოვნები შემდეგია: დროებითი მთავრობის პირობებში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

პოლიტიკური პარტიები მობილიზაციას უწევენ მომხრეებს, მათ შორის რეგიონებიდან და პირობას დებენ, რომ პროტესტი კვირას არ დასრულდება, არამედ სხვა ეტაპზე გადავა. 

„ყველა ერთის წინააღმდეგ“ – სამეგრელოდან თბილისისკენ აქციის მხარდაჭერები დაიძრნენ

 როგორც მათ ჟურნალისტებთან განაცხადეს, ისინი საარჩევნო სისტემაში ცვლილებებთან დაკავშირებით წარდგენილი კანონპროექტის ჩავარდნას აპროტესტებენ და გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს უერთდებიან.

,,ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები დღეს შევიკრიბეთ რამდენიმე ლოკაციაზე. სამარშუტო ტაქსებით მივემგზავრებით დედაქალაქში დაგეგმილ აქციაზე. ყველა მათგანი გმობს ,,ქართული ოცნების" ქმედებებს. ჩვენ ვართ ხალხის გვერდით, ჩვენი სურვილია დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი და ახალგაზრდებს, სისხლით მონაპოვარი პროპორციული არჩევნები ჩატარდეს ქვეყანაში, "- აცხადებენ ისინი.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" არჩევნების შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ჯერ კიდევ ზაფხულში დათანხმდა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების ზეწოლით. თუმცა, პარლამენტში 14 ნოემბერს გამართულ სხდომაზე კანონპროექტი ჩავარდა – მაჟორიტარმა დეპუტატებმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს. 

ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა ხელისუფლება სიცრუეში დაადანაშაულეს და მასშტაბური საპროტესტო მოძრაობა წამოიწყეს, ხოლო 12–მა დეპუტატმა კი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ გააკეთეს განცხადება.

ნიკა ლატარია