თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. მოძრაობა „ქართული მარში“ 17 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე გაერთიანებულ ოპოზიციურ პარტიებს არ შეუერთდება, ისინი ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსთან ერთად“ გამართავენ მსვლელობას, განაცხადა მოძრაობა „ქართული მარშის" ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ მოძრაობის ოფისში პრესკონფერენციაზე.
„ქართული მარშის“ წევრების განმარტებით, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას სააკაშვილის ავადმყოფური სურვილის ასრულებაში - განახორციელოს რევანში და დაბრუნდეს საქართველოს დამცველად.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ საპროტესტო აქციებს იწყებს>>
„რაც არ უნდა კეთლშობილური მიზანი გვამოძრავებდეს, ვერასდროს დავდგებით იმ საპროტესტო აქციაზე, რომლის ძირითადი ლიდერები არიან სისხლიანი ჯალათები ბოკერიასა და სააკაშვილის დამნაშავე პარტიების სახით; ასევე ამორალურად მიგვაჩნია თბილისი პრაიდის, მამათმავლების, ლგბტ აქტივისტების, ლიბერასტ-სოროსელების გვერდით დგომა“, - აღნიშნა სანდრო ბრეგაძემ.
მოძრაობის ლიდერის განმარტებით, არცერთი ეროვნულად მოაზროვნე ქართველის ადგილი არ არის იქ, სადაც ლიდერები არიან ეკლესიის, მართლმადიდებლობის, რწმენის მტერი სოროსელ-მამათმავლები, რომლებსაც სურთ საქართველოს გადაგვარება და განადგურება, მათთან ერთად ბრძოლა ღალატის ტოლფასია.
ამ ფაქტორებიდან გამომდინარე „ქართული მარში“ უერთდება „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დაგეგმილ მანიფესტაციას, რომელიც გაიმართება ხვალ 17 საათზე რესპუბლიკის მოედანზე.
„მივიჩნევთ, რომ პარლამენტში წარმოდგენილი ძალებიდან მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსმა“ დაიკავა ეროვნული, პატრიოტული, მართალი პოზიცია და მხოლოდ მათი ქმედება პასუხობს ქართველი ერის ინტერესებს. „ქართული მარშის" ყველა წევრს და მხარდამჭერს მოვუწოდებთ, რომ შეუერთდეს „პატრიოტთა ალიანსის" მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას“, - განაცხადა ბრეგაძემ.
საქართველოს პარლამენტმა ხუთშაბათს ჩააგდო საარჩევნო რეფორმა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა. ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა ხელისუფლება ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს. ოპოზიციის სხვადასხვა ფრთა, მრავალწლიანი ქიშპობის მიუხედავად, გაერთიანდა პრინციპით - „ყველა ერთის წინააღმდეგ“ და მასშტაბური საპროტესტო აქციები დააანონსა პროპორციული სისტემით, დროებითი მთავრობის პირობებში, ვადამდელი საპარლამენტო აქციების გამართვის მოთხოვნით.
ოპოზიციურმა პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ საპროტესტო აქციების დაწყება უწყვეტ რეჟიმში დააანონსა. ის კვირას თბილისის ცენტრში მასშტაბურ მიტინგს გეგმავს.