ამერიკელმა მაგისტრმა ქართულ ღვინოზე წიგნი დაწერა

წიგნი 336 გვერდისგან შედგება, მასში ავტორი საქართველოს მეღვინეობა-მევენახეობის ისტორიასთან ერთად ქართულ ღვინოსა და ქართული სუფრის ტრადიციებზე საუბრობს.
Sputnik

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ამერიკელმა ღვინის მაგისტრმა ქართულ ღვინოზე წიგნი დაწერა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლონდონი ქვევრის ღვინის ფესტივალს უმასპინძლებს>>

წიგნის ავტორი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული კომპანიის Tastingwork-ის ხელმძღვანელი ლიზა გრანიკია.

მსოფლიოში ქართული ღვინის პოპულარობა იზრდება

ღვინის ეროვნულის სააგენტოს განცხადებით, წიგნს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართული ღვინის კულტურის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდისთვის.

წიგნი The Wines of Georgia 336 გვერდისგან შედგება, მასში ავტორი საქართველოს მეღვინეობა-მევენახეობის 8000-წლიან ისტორიაზე, კულტურაზე და პოტენციალზე საუბრობს.

ღვინის მაგისტრი წიგნზე რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა. ავტორი თავის ნაშრომში ქართული სუფრის ტრადიციებსა და მის ღირსშესანიშნაობებსაც აღწერს.

ფილმს „საქართველო - ღვინის სამშობლოა“ საფრანგეთში მაღალი შეფასება მისცეს

წიგნის ელექტრონული ვერსია ღვინის კლასიკური ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზეა განთავსებული, სადაც თავმოყრილია ღვინოსა და ალკოჰოლურ სასმელებზე მსოფლიოს ექსპერტების მიერ დაწერილი წიგნები.

ღვინის დამზადების ტრადიცია საქართველოში რვა ათას წელს ითვლის. მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ კულტურაში. ღვინისა და ვაზის გამოსახულებები გამოყენებულია ხალხურ ხელოვნებაში, სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლებში. 2017 წელს საერთაშორისო სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა.

დღეს საქართველოში ათასობით ყურძნის ჯიში მოჰყავთ. მთელ მსოფლიოში ცნობილი ყურძნის ჯიშებიდან დაახლოებით 500 სახეობა ქართული წარმომავლობისაა.