ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

„ძალიან რთული ამოცანა“ – ერდოღანი C-400-ის საკითხში თურქეთის სუვერენულ უფლებას იცავს

თურქეთი თავის სუვერენულ უფლებად მიიჩნევს რუსული საზენიტო-სარაკეტო С-400 სისტემების შეძენის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების შემდეგ.
Sputnik

თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა С-400-ზე უარს არ იტყვის. ეს განცხადება ერდოღანმა აშშ-ში ვიზიტის დასრულებისას გააკეთა. ვიზიტის შედეგები რადიო Sputnik-ის ეთერში სამხედრო ექსპერტმა იური კოტიონოკმა მიმოიხილა. 

თურქეთი თავის სუვერენულ უფლებად მიიჩნევს რუსული საზენიტო-სარაკეტო С-400 სისტემების შეძენის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა. ეს განცხადება მან აშშ-ის ლიდერ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გააკეთა.

ტრამპმა და ერდოღანმა გადაწყვიტეს არ იჩხუბონ რუსული C-400-ების გამო

„სწორად არ მიგვაჩნია მოთხოვნა, მთლიანად უარი ვთქვათ С-400-ზე. არ შეიძლება С-400-ზე უარის თქმა და Patriot-ზე (ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა) გადასვლა. ჩვენ ვთქვით, რომ შეგვიძლია Patriot-ის შეძენა, მაგრამ უარს ვერ ვიტყვით С-400-ზე. ეს ჩვენი სუვერენული უფლებაა“, – განუცხადა ერდოღანმა თურქ ჟურნალისტებს თვითმფრინავის ბორტზე ვაშინგტონიდან თურქეთში დაბრუნებისას. მისი სიტყვები თურქულ ტელეარხ NTV-ს მოჰყავს.

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-ში მისი ვიზიტი პოზიტიურად წარიმართა და არსებული უთანხმოების გადასალახად აუცილებელია დიალოგი. 

„გვინდა დადებით შედეგს მივაღწიოთ F-35-თან დაკავშირებით (ამერიკული ავიაგამანადგურებლების მიწოდების საკითხზე). მაგრამ ამჯერად დავინახე, რომ ტრამპს ამ თემისადმი გაცილებით უფრო დადებითი და კონსტრუქციული მიდგომა აქვს“, – დასძინა თურქეთის ლიდერმა.

 „ერდოღანი კვლავაც ამჟღავნებს თავის ურყევ პოზიციას და ეს სერიოზული ნაბიჯია იმ პირობებში, როდესაც მსოფლიოში ერთი სახელმწიფო ცდილობს, საკუთარი აზრი მოახვიოს თავს ყველა დანარჩენს. ამიტომ ერდოღანის პოზიცია, რომელიც პირდაპირ ეუბნება უარს აშშ-ს საზენიტო-სარაკეტო სისტემების საკითხზე, უეჭველია, თურქი ლიდერის სასარგებლოდ მეტყველებს“, – აღნიშნავს იური კოტიონოკი.

თურქეთის ხელისუფლება, მისი სიტყვებით, რთული ამოცანის წინაშეა. 

„თურქეთი პრეტენზიას გამოთქვამს არა მარტო რეგიონში ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს როლზე, ის უკვე ცდილობს სტრატეგიულ დონეზე გასვლას. ამ მხრივ ერდოღანი ძალიან რთული ამოცანის წინაშე დგას – განავითაროს ურთიერთობა რუსეთთან და ამავდროულად დარჩეს ნატოს წევრი. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს შეერთებული შტატების დიდ უკმაყოფილებას იწვევს. ამასთან დაკავშირებით მეტად ნიშანდობლივია ვაშინგტონში ერდოღანის ახლანდელი ვიზიტის შედეგები, რომლის დროსაც მისი გატეხვა სცადეს.

სკანდალური წერილი: ერდოღანმა ტრამპს „უკმეხი“ გზავნილი უკან დაუბრუნა

ერდოღანის განცხადებები იმაზე მიუთითებს, რომ ჯერ მისი დაყოლიება (С-400-სთან დაკავშირებით) ვერ ხერხდება. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ ამერიკელებს ფართო ასორტიმენტი აქვთ ზომებისა, რომლებსაც ისინი მიმართავენ თურქეთის მთავრობასთან ურთიერთობისას. თურქეთიც მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ შეიძლება სცადონ მისი ჩათრევა რეგიონში ამა თუ იმ პოლიტიკურ და სამხედრო-პოლიტიკურ პროვოკაციებში“, – ფიქრობს იური კოტიონოკი. 

რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის С-400 სისტემების თურქეთისთვის მიწოდება, რამაც ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა დაძაბა, ივლისში დაიწყო. თურქეთში აცხადებდნენ, რომ С-400-ის სისტემები 2020 წლის აპრილიდან ამოქმედდებოდა. ვაშინგტონი ითხოვდა გარიგებაზე უარის თქმას და თურქეთს მათ სანაცვლოდ ამერიკული Patriot-ის შეძენას სთავაზობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თურქეთისთვის F-35-ის მიწოდების შეჩერებით, ასევე სანქციების დაწესებით იმუქრებოდა. ანკარამ დათმობაზე უარი განაცხადა.