წარმოგიდგენთ ზოდიაქოს სამ ნიშანს, რომელთა შორის ყველაზე მეტი უცოლო მამაკაცი გვხვდება - მათ დიდი სურვილი არა აქვთ, რომ სტატუსს „უცოლო" გამოემშვიდობონ. და რა უნდა გააკეთონ მათზე შეყვარებულმა ქალებმა?
ზოდიაქოს რომელი ნიშნების მამაკაცებს შეუძლიათ ძლიერი სიყვარული
თუ ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელიმესთან თქვენი ცხოვრების დაკავშირება გადაწყვიტეთ, ეცადეთ, მათზე აეწყოთ და ფრთხილად იმოქმედოთ, რომ საბოლოოდ არ შეაშინოთ ისინი. ასევე გახსოვდეთ, რომ ყველა წესიდან არის გამონაკლისი, ამიტომ შეიძლება წარმოუდგენლად გაგიმართლოთ.
1. ტყუპი
ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცებს გულწრფელად არ ესმით, რა საჭიროა დაქორწინება. ისინი ქორწინების ბეჭდის გარეშეც მშვენივრად ცხოვრობენ. ისინი თავისუფლების მოყვარული ადამიანები არიან, ამიტომ, ერთ მშვენიერ დღესაც შეიძლება გაიღვიძონ და საკუთარ თავს კითხვა დაუსვან: „საერთოდ, რატომ მოვიყვანე ცოლი?".
მათ ურჩევნიათ, ყოველდღე ახალ-ახალი შეგრძნებებისა და საინტერესო ნაცნობობის ძიებაში იყვნენ. ისინი ყველაზე მეტად თავისუფალ არჩევანს აფასებენ. თუ გსურთ, რომ ტყუპმა მამაკაცმა გული და ხელი შემოგთავაზოთ, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ, შესაძლოა, ამის მოლოდინში მთელი ცხოვრება გაილიოს.
ზოდიაქოს რომელი ნიშნის წარმომადგენელ მამაკაცებს შეუძლიათ ღალატის პატიება
2. ვერძი
მამაკაცი ვერძი, უბრალოდ, აღმერთებს ქალთა ყურადღებას. ის უპირატესობას ანიჭებს, რომ არასდროს შეზღუდოს თავი სურვილებსა და მოქმედებებში, ამიტომ ქალს მაშინ ტოვებენ, როცა მოესურვებათ. საერთოდაც, ვერძს ვერც კი წარმოუდგენია, რომ ვინმეს შეიძლება არ მოეწონოს მისი თავისუფალი გადაადგილება. ამ ნიშნის წარმომადგენელი მამაკაცები აღმერთებენ სხვადასხვა საღამოებს, გართობას, თავბრუდამხვევ რომანებს.
ვერძი არ დაჯდება სახლში და იმაზე ფიქრს არ დაიწყებს, რომ მას ჰყავს ცოლი, თუნდაც ყველაზე ლამაზი ქალებს შორის. ქალებო, არ ღირს ვერძზე გაბრაზება - ასეთია ის სინამდვილეში და ამას ვერაფერს მოუხერხებთ.
3. თხის რქა
მამაკაც თხის რქებს, უბრალოდ, არ სცალიათ „რაღაც" სიყვარულზე, ოჯახსა და ბავშვებზე ფიქრისთვის. მათი მთავარი მიზანი მუშაობა, ფული და სიმდიდრეა. სწორედ ამისკენ ისწრაფვიან ისინი მთელი ცხოვრების განმავლობაში და ამ სფეროებში აღწევენ, ძირითადად, შესანიშნავ შედეგებს.
ყველაზე ერთგული მამაკაცების „კვარტეტი" ზოდიაქოს ნიშნით>>
თხის რქები არაპროგნოზირებადი მამაკაცები არიან, ამიტომ თუ გჯერათ, რომ ის თქვენი ერთადერთი და განუმეორებელია, გახსოვდეთ, რომ შეიძლება ყველაფერი მკვეთრად შეიცვალოს და გაურკვეველი დროით გადაიდოს.