მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბაქოში მსოფლიო რელიგიურ ლიდერთა სამიტში პრეზიდენტი ალიევი მონაწილეობს

სამიტის მონაწილეები განიხილავენ აზერბაიჯანის როლს ტოლერანტობის პროპაგანდასა და რელიგიათშორის სოლიდარობაში.
Sputnik

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და ქვეყნის პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა მონაწილეობას იღებენ ბაქოს მსოფლიო რელიგიურ ლიდერთა მეორე სამიტში, რომელიც დღეს გაიხსნა ბაქოში, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“.

ზურაბიშვილი – საქართველო და აზერბაიჯანი აუცილებლად იპოვიან გამოსავალს

სამიტში მონაწილეობას იღებენ ხუთი კონტინენტის 70 ქვეყნის ლიდერები და ასევე ტრადიციულ რელიგიათა და რელიგიური მიმდინარეობების წარმომადგენლები.

ღონისძიებაში, რომელიც 14-15 ნოემბერს გაიმართება, განიხილება თემები: „აზერბაიჯანის როლი მულტიკულტურიზმის, ტოლერანტობისა და რელიგიათშორის სოლიდარობის პროპაგანდაში“; „რელიგიური ლიდერები ტერორიზმის, აგრესიის, ქსენოფობიის, ილსამოფობიის, ანტისემიტიზმისა და ქრისტიანოფობიის წინააღმდეგ“; „რელიგიურ ლიდერთა, სახელმწიფო, სამეცნიერო და საზოგადო მოღვაწეთა ერთობლივი საქმიანობის მნიშვნელობა ქალებისა და ბავშვების უფლებათა დაცვის საქმესა და ახალგაზრდობის განათლებაში“.

სამიტის შედეგების მიხედვით იგეგმება ბაქოს დეკლარაციის მიღება.