რიკოთის გვირაბი დაიკეტა: როდის მოიხსნება შეზღუდვები

გვირაბის დაკეტვის პერიოდში სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის გვირაბის შემოვლით გზაზე.
Sputnik

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. რიკოთის საავტომობილო გვირაბში 14 ნოემბერს ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

რიკოთის უღელტეხილზე აქტიურად შენდება ხიდები და გვირაბები

დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვების დაწესება გვირაბში დაგეგმილ პროფილაქტიკურ სამუშაოებს უკავშირდება.

საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის გვირაბის შემოვლით გზაზე. დროის ამ პერიოდებში რიკოთის გვირაბის შემოვლით გზაზე ორ სხვადასხვა ადგილზე უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.