სავსემთვარეობა 12 ნოემბერს: როგორ იმოქმედებს, როგორ ვიმოქმედოთ

თითოეული სავსემთვარეობა მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული დღეა. სავსე მთვარეს ჩვენთვის ხანდახან წარმატება და ახალი ცხოვრების ბედნიერი ბილეთი მოაქვს, ხანდახან კი გვაიძულებს, ცხოვრება სხვაგვარად გავიაზროთ და შევცვალოთ ის. ნოემბრის სავსემთვარეობაც გამონაკლისი არაა.
Sputnik

სავსემთვარეობა 12 ნოემბერს, სამშაბათს, სამუშაო დღეს უწევს. ეს ნიშნავს, რომ მოდუნება არ შეიძლება. კუროს თანავარსკვლავედი, რომელშიც სავსე მთვარე იმყოფება, ხელსაყრელია და პოზიტივსა და აღმშენებლობაზე განგვაწყობს. ყველანაირი შანსი გვაქვს, რომ ეს დღე კარგი, დასამახსოვრებელი და წარმატებული გახდეს.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

12 ნოემბრის სავსემთვარეობის განსაკუთრებული თვისებები

ამ დღეს შესაძლებელია კონფლიქტების მოგვარება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არ დავივიწყოთ საკუთარი ინტერესები და მასზე უარი არ ვთქვათ სხვისი კომფორტის გამო.

ამ დღეს ხელსაყრელი პირობები შეიძლება შეიქმნას ჩვენი წამოწყებებისთვის. შესაძლებელია სტაბილური ფინანსური მდგომარეობის მიღწევა.

რისი გაკეთება არ შეიძლება 12 ნოემბერს

მავნე ჩვევებზე აყოლა: თუ ასეთ დღეებში ჩვენს მავნე ჩვევებს „მწვანე შუქს ვუნთებთ“, მთვარე ნეგატიურ ჩვევებს (მოწევა, აკრძალული რომანი თუ ინტერნეტ–დამოკიდებულება) აძლიერებს და ამტკიცებს ჩვენს ბიოველში. შედეგად, ამ მავნე ჩვევებთან განშორება ბევრად გართულდება.

რა გველოდება 2020 წელს აღმოსავლური კალენდრის მიხედვით

დროის უმიზნოდა და უშედეგოდ გატარება: ანუ, უსაქმურობა. არ ღირს ამის არევა დასვენებასა და რელაქსაციასთან. მუშაობა დასვენებისა და ძილის გარეშე არ შეიძლება. მაგრამ ასევე არ შეიძლება საღამოს უმოქმედოდ გატარება სოციალურ ქსელში უმიზნო ხეტიალით, დროის მოკვლა უაზრო კამათით ფორუმზე ან სატელევიზო არხების უმიზნოდ გადართვა–გადმორთვით. სჯობს, დასვენება სარგებლის მომტანი იყოს: სპორტული მსუბუქი დატვირთვა, ინტელექტუალური გართობა, ან მოდუნება ნეგატივის გარეშე.

როგორ დავგეგმოთ ნოემბრის მეორე დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

ჩხუბი: ხანდახან ჩხუბი კარგიცაა – ის ეხმარება ერთმანეთისთვის „კარტების გახსნას“, პრობლემური წერტილების გამოვლენასა და სხვა. მაგრამ ეს არ ეხება 12 ნოემბერს. ჩხუბი ამ დღეს კარგ არაფერს მოიტანს; რთული იქნება კომპრომისის მოძებნა. სასარგებლო იქნება დიპლომატიურობა,  რომელზეც შეიძლება მომგებიანი სტრატეგიის აწყობა.

ფუჭი გარისკვა: რისკი ხანდახან საჭირო და აუცილებელია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ჯანსაღი აზრი ადრენალინს უსწრებს წინ. თუ არის უფრო პერსპექტიული გეგმები, რატომ უნდა გამოვცადოთ ბედი?

როგორია შენი ხასიათის ფერთა გამა

რისი გაკეთება შეიძლება 12 ნოემბერს

ამბიციური მიზნების დასახვა: სავსე მთვარე ძალებითა და ამბიციებით გვავსებს. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ენერგეტიკული მუხტის მიზნების განხორციელებისკენ მიმართვა. საჭიროა მიზნების კონკრეტული, ზუსტი ფორმულირება.

თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე

შემოქმედებითი საქმიანობა: თუ, მიუხედავად სავსე მთვარის მოქმედებისა, მაინც იგრძნობთ ძალების შესუსტებასა და აპათიას, შემოქმედებითი საქმიანობა ამის დაძლევაში დაგეხმარებათ. ექსპერტები მოგიწოდებენ, არტ–თერაპიას მიმართოთ, თუნდაც ხელოვნების სფეროები თქვენთვის ძალზე უცხო იყოს.

ფულის მოზიდვა: სავსემთვარეობისას იხსნება ფინანსური ნაკადები და მას კეთილდღეობის მოტანა შეუძლია. ამიტომ მიმართ თქვენი ფიქრები პოზიტივისკენ, დაიწყეთ ფულის დაგროვება – შეიტანეთ რამე თანხა ბანკში ან საკუთარ ყულაბაში.

ნივთები, რომლებიც წარმატებას იზიდავს: რა დატვირთვა აქვს წითელ კარს, ჭიამაიასა თუ სპილოს

იზრუნეთ საუთარ სხეულსა და სულზე: წონასწორობა სხეულისა და სულის საწყისს შორის მომავალში ჰარმონიის გარანტიაა. ხელსაყრელი დღეა მედიტაციისთვის, ფსიქოლოგიის შესახებ წიგნების წაკითხვისთვის, რომლებიც საკუთარ თავთან თანხმობაში მოსვლაში დაგეხმარებათ, ან, უბრალოდ, დასვენება და ცნობიერების „გადატვირთვა“. კარგი იქნება სამკურნალო მასაჟები, მოსადუნებელი აბაზანები, ჯანმრთელობის პროფილაქტიკა, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა.