თბილისის ზღვაზე მოკლული ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს

ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება, თუმცა დაკავებული ჯერ არავინ არის.
Sputnik

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

კახეთში 61 წლის ქალის ცხედარი იპოვეს

ქართულ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 36 წლის ნოდარ ცხადაძეა.

მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული.

ამ დროისთვის დანაშაულისთვის სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშრებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.