მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით ხარაგაულში მასწავლებელი დააკავეს

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით დაიწყო. დანაშაული ხუთიდან შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯება.
Sputnik

თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. ხარაგაულის ერთ-ერთ სოფელში შუახნის მამაკაცი სკოლის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების მუხლით დააკავეს, აცნობეს „sputnik-საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროში.

სავალალო სტატისტიკა: ცხრა თვეში არასრულწლოვანზე მოძალადე 114 პირი დააკავეს

უწყების ინფორმაციით, დაკავებული სკოლის მასწავლებელია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მამაკაცის დაკავება მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოხდა.

საქმეზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მიმდინარეობს, რაც გულისხმობს გარყვნილ ქმედებას მცირეწლოვანთან მიმართებით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.