ლექვინაძემ საქართველოს ბიზნეს-ომბუდსმენის თანამდებობა დატოვა

ხშირ შემთხვევებში საქართველოს ბიზნეს-ომბუდსმენი ნაწილობრივ ან სრულად აკმაყოფილებდა ბიზნესმენების მოთხოვნებს.
Sputnik

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. ირაკლი ლექვინაძემ, რომელმაც საქართველოს ბიზნეს-ომბუდსმენის რანგში საკუთარი მოღვაწეობა დაასრულა, ყოფილ თანამშრომლებს, ბეზნესმენებსა და მასმედიას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

ბიუროკრატია და ახალი კანონები: ბიზნეს-ომბუდსმენმა 2019 წლის გამოწვევები დაასახელა

ლექვინაძეს ბიზნეს-ომბუდსმენის თანამდებობა ერთი წლისა და ათი თვის მანძილზე ეკავა.

„22-თვიანი მუშაობის პერიოდში ჩვენმა აპარატმა 565 საქმე განიხილა, რომელთაგანაც 3000-ზე მოვახდინეთ შესაბამისი რეაგირება და 68%-ში ბიზნესის მოთხოვნები სრულად ან ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული", – ნათქვამია ლექვინაძის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

თანამდებობის დატოვების მიზეზად მან "შეთანხმებული ალტერნატიული გეგმები" დაასახელა, რომელთა შესახებაც ახლო მომავალში გახდება ცნობილი.

„ეს არ არის სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილება", – აღნიშნა ლექვინაძემ.