ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

გორბაჩოვმა უარყო აღმოსავლეთ ევროპის „ჩაბარების“ ბრალდება

მისი თქმით, მეზობელმა სახელმწიფოებმა მიიღეს მხოლოდ უფლებები და თავისუფლება, რითიც უკვე დაკმაყოფილებული იყვნენ საბჭოთა მოქალაქეები.
Sputnik

თბილისი, 11 ნოემბერი - Sputnik. სსრკ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ გორბაჩოვმა ფრანგულ გაზეთ Le Figaro-სთან ინტერვიუში უარყო აღმოსავლეთ ევროპის „ჩაბარების“ ბრალდება.

მისი თქმით, საბჭოთა ხელმძღვანელობის რეაქცია ამ რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე იყო „ახალი აზროვნების“ პოლიტიკის ნაწილი, რომელიც არჩევანის თავისუფლების პრინციპებს ეყრდნობოდა.

გორბაჩოვი დასავლეთს „ცივ ომში“ გამარჯვების მითვისებაში ადანაშაულებს

საბჭოთა კავშირის ყოფილმა ლიდერმა დასძინა, რომ მეზობელმა სახელმწიფოებმა მიიღეს მხოლოდ უფლებები და თავისუფლება, რომლითაც უკვე სარგებლობდნენ საბჭოთა მოქალაქეები, თუმცა იგი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ აღმოსავლეთ ევროპა „ჩააბარა“.

„ვის ჩავაბარე იგი? პოლონეთი – პოლონელებს, უნგრეთი – უნგრელებს, ჩეხოსლოვაკია – ჩეხებსა და სლოვაკებს“, – აღნიშნა მან.

მანამდე პოლიტიკოსმა აგვისტოს პუტჩის მონაწილეები საბჭოთა კავშირის დაშლის პასუხისმგებლობაში დაადანაშაულა. მან ასევე აღიარა, რომ აცნობიერებდა გარდაქმნის რისკებს, თუმცა არ შეეძლო ამაზე არ წასულიყო ცვლილებების აუცილებლობის გამო.