მსოფლიო დღეს

უნივერსიტეტის დოცენტი სტუდენტი გოგონას მკვლელობაზე დააკავეს

მყვინთავებმა პეტერბურგელი ლექტორის შეყვარებულის ნეშტის ძებნისას მდინარე მოიკაში ჩონჩხის ნაწილებს მიაგნეს
Sputnik

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. სტუდენტი გოგონას მკვლელობაში ეჭვმიტანილმა დოცენტმა სანქტ-პეტერბურგიდან ჩადენილი დანაშაული აღიარა, ორშაბათს სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს, იუწყება „Sputnik-ბელარუსი“.

63 წლის ისტორიკოსი, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, საპატიო ლეგიონის ფრანგული ორდენის კავალერი, სამხედრო-ისტორიული რეკონსტრუქციის სპეციალისტი ოლეგ სოკოლოვი შაბათს დააკავეს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მონაცემებით, ის დილით მდინარე მოიკადან ამოიყვანეს, მამაკაცს თან ჰქონდა ზურგჩანთა, რომელშიც ქალის ორი ხელი და ტრავმატული პისტოლეტი იყო.

კახეთში 61 წლის ქალის ცხედარი იპოვეს

სოკოლოვი ორგანიზმის გადაციებით საავადმყოფოში მოათავსეს, რამდენიმე საათში კი გამომძიებლებმა მკვლელობის საქმე აღძრეს.

ეჭვმიტანილის ადვოკატმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ სოკოლოვმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.

რუსულმა მედიამ ეჭვმიტანილის ადვოკატზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოკოლოვი თავად ჩაბარდა პოლიციას და აღიარა, რომ მოკლა და დაანაწევრა თავისი ახალგაზრდა შეყვარებული.

ჩონჩხი მდინარე მოიკაში

მკვლელობის მსხვერპლი, სოკოლოვის ყოფილი მოსწავლე ანასტასია ეშჩენკო მისი შეყვარებული იყო. ისინი ერთად ცხოვრობდნენ სოკოლოვის ბინაში მოიკას სანაპიროზე, სადაც ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს.

ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

შაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მდინარეში ანასტასია ეშჩენკოს ცხედრის ნაწილები იპოვეს. სავარაუდოდ, ეს ახალგაზრდა ქალის ფეხები იყო. კვირას კი მყვინთავებმა ჩონჩხის ნაწილებს მიაგნეს.

როგორც ცნობილი გახდა, სასტიკად მოკლული გოგონა პოლიციელი ქალის შვილი და რუსეთის ფეხბურთის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მეკარის და იყო.

ყველა წოდება ჩამოართვეს

თავისი ყოფილი სტუდენტის მკვლელობაში ეჭვმიტანილ დოცენტ სოკოლოვს ლიონში სოციოლოგიური, ეკონომიკური და პოლიტიკური ინსტიტუტის (ISSEP) სამეცნიერო საბჭოს წევრობა ჩამოართვეს. ამის შესახებ ინსტიტუტის კომუნიკეშია ნათქვამია.

„შეძრწუნებულები ვართ იმით, რომ სასტიკი დანაშაული, სავარაუდოდ, ოლეგ სოკოლოვმა ჩაიდინა“, - ნათქვამია დოკუმენტში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია: „დაუყოვნებლივ ჩამოვართვით მას სამეცნიერო საბჭოს წევრის თანამდებობა და სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულის ოჯახს“.